суббота, 15 декабря 2018 г.

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო "ჩემი სოფლის კულტურა და ტრადიციები"

გავეცანი პროექტებით სწავლების ინტელის ძირითად კურსს.შევქმენით პროექტის გეგმა.
პროექტებით სწავლება მოსწავლეებს ხელს შეუწყობს და  სწავლას უფრო საინტერესოს გახდის,ვისწავლეთ ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება ,რაც მოსწავლეებს განუვითარებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს .მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ პროექტის დროს.

მერვე დღე

მოცემული მოდული დამეხმარა საკვანძო კითხვების კიდევ ერთხელ განხილვაში,სხვადასხვა აქტივობაში როგორ გავწეროთ ფასილიტაცია პროექტის სწავლებაში.სინათლის უქონლობის გამო ვერ გავეცანით ელექტრონულ ვერსიას.

пятница, 14 декабря 2018 г.

მეშვიდე დღე

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის რუბრიკა
მოცემული მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოულიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით.სახელმძღვანელოდან ვისწავლე  დიფერენცირებული სწავლების მიდგომები.ამის შემდეგ ცვლილებები შევიტანე პროექტის შაბლონში.

суббота, 8 декабря 2018 г.

მეექვსე დღე


მოსწავლის სავარაუდო  ნაშრომი

მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების  ფორმებს თუ როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის  შეფასებაზე,
იმისათვის რომ ისინი გავიყვანოთ 21-ე საუკუნის უნარებზე

пятница, 7 декабря 2018 г.

მეხუთე დღე




მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს
სწავლის პროცესზე,კერძოდ პროექტისათვის.
მეწყვილის პროექტის შეფასების დროს როგორ გამოვიყენო განმავითარებელი შეფასების
რუბრიკა. ვისწავლე საავტორო უფლებების დაცვა.
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შესაქმნელად საჭიროა საკვანძო საკითხებზე ყურადღების გამახვილება.ჩეკლისტი კი დამეხმარა ბროშურის შექმნაში.

მეოთხე დღე


ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით,  პროექტის  მსვლელობის დროს ვისწავლე მოსწავლის ხუთი მიმართულებით შეფასება.ვისწავლე მოსწავლის პროგრესის მონიტორინგი,ასევე  ნასწავლის გააზრების შემოწმება და მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობა.

მესამე დღე

ამ მოდულით ვისწავლე პროექტის გეგმაზე მუშაობა,სასწავლო მიზნების,მნიშვნელოვანი ცნებების გამოკვეთა ..შეფასების ფორმები,შეფასების რუბრიკა,ზოგადი  შინაასრსობრივი და თემატური კითხვების გააზრება.